10:51 - 23 May, 2026
|
2017-07-01 14:55:32, 2460 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აკაკი ზოიძე: „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი „ჩემი ოცნების თბილისი“ იქნება. როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კახა კალაძე პრინციპული და მიზანდასახული პოლიტიკოსია, რომელიც წარმატებული თბილისის მერი იქნება. „მე პირადად არაერთხელ მიგრძვნია კალაძის მხარდაჭერა. თბილისელებს ეყოლებათ ერთგული თანამებრძოლი, პროგრესული, როგორიც ქალაქს შეეფერება“, - განაცხადა ზოიძემ. რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კამპანიაში არ ჩაერთვება და ეს პარტიაზე გავლენას არ მოახდენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)