|
2017-06-29 18:21:54, 833 ნახვა
სამხედრო
JTEC-ში დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი დასრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსდამთავრებულ სამხედროებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. უწყების ცნობით, ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა, სადაც JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებს კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. JTEC-ში ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსი ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარებას, დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების შესწავლას და ასევე, დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწას ისახავდა მიზნად. დღეიდან, კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-მაკონტროლებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სხვადასხვა სწავლებებში გამოადგებათ. კურსი ლიტვურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება. აღნიშნული სწავლება მიმდინარე წლისთვის რიგით მეორე კურსს წარმოადგენს.
(NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)