|
2017-06-29 09:45:09, 2782 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
გრიგორი კარასინი: თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, 2015 წლის დეკემბრიდან რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს, ახლა კი, თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოცემა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ კანონის მოქმედების რისკის ქვეშ არიან, რაც მისივე შეფასებით, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა. „ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე მასშტაბური ერთობლივი მუშაობის ორგანიზება რთული იქნება, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. ის ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. მათი აღდგენის პერსპექტივა ასევე თბილისზეა დამოკიდებული", - აღნიშნა კარასინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)