|
2015-04-21 12:02:35, 882 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს სესხებით დააფინანსებს
სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, რომლებსაც ინდივიდუალურად ხელი არ მიუწვდებათ ან ვერ ახერხებენ სესხის აღებას და სჭირდებათ წარმოების საშუალებების დაფინანსება, შეუძლიათ კოოპერატივის სტატუსით აიღონ „თიბისი ბანკის“ შეღავათიანი აგროსესხი ჯგუფურად და საკუთარი წარმოება დააფინანსონ. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, აღნიშნულ სესხს ორი ძირითადი უპირატესობა აქვს სოფლის მეურნეობის მწარმოებელთათვის: პირველი - სესხის მომსახურებაზე პასუხისმგებლობა გადანაწილებულია კოოპერატივში შემავალ ყველა სუბიექტზე თანაბრად, რაც სესხის დაბალრისკიანობას განაპირობებს; მეორე - ეს არის ყველაზე იაფი აგროსესხი, რომლის წლიური პროცენტი ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ამ სესხის სიიაფეს განაპირობებს სოფლის მეურნეობის მწარმოებელთათვის იაფი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია, იმპორტირებულთან შედარებით, იყოს კონკურენტუნარიანი. „თიბისი ბანკის“ აგროსესხები ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის ყველა დარგში შექმნილი კოოპერატივებისათვის - ეს არის მემცენარეობა, მეთევზეობა და მეცხოველეობა. იაფი აგროსესხის მინიმალური ზღვარი 20,000 ლარია. სესხის აღება შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების, ისე წარმოების ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. სახელმწიფო სუბსიდიის პირობებში, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მომხმარებლისათვის საბრუნავ საშუალებებზე 6-7%-მდე, ხოლო ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად 3-4%-მდე იქნება. კოოპერატივად დარეგისტრირება მაღალმთიან რეგიონებში მინიმუმ 3 სუბიექტს შეუძლია, ხოლო ბარში მინიმუმ 5 სუბიექტს. კოოპერატივებისათვის აგროსესხების პროექტი „თიბისი ბანკმა“ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გავითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა. „ვამაყობთ, ჩვენ პირველებმა შევქმენით კოოპერატივების დაფინანსების პრეცენდენტი და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, ამიტომაც ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კოოპერატივებთან და დავაფინანსოთ ისინი იაფი სახსრებით, რათა მათ შეძლონ კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნა“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დირექტორის მოადგილე მიკროფინანსების მიმართულებით ნიკა ქურდიანმა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)