|
2017-06-28 11:22:59, 2216 ნახვა
სამართალი
დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდებში უდგებიან
სკოლა-ლიცეუმის "სხივი" წარმომადგენლები, დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდებში უდგებიან, - ამის შესახებ სკოლა-ლიცეუმის ხარისხის მართვის მენეჯერმა თინათინ ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მის სკოლასთან ერთად, მოთხოვნას 6 პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები აწერენ ხელს. მან იმედი გამოთქვა, რომ განათლების სამინისტრო და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები სკოლების თხოვნას, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების შეჩერებასთან დაკავშირებით, გაითვალისწინებენ. ცნობისთვის, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)