|
2017-06-27 16:47:03, 2489 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: შოთაძის არგუმენტი არ არის იმის საპირწონე, რომ გამოძიების შუალედური შედეგები არ გამოქვეყნდეს
აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანელ კოლეგებს აფგან მუხთარლის დაკითხვისა და აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართეს. ადვოკატის შეფასებით, ირაკლი შოთაძის განცხადება და არგუმენტი არ არის იმის საპირწონე, რომ გამოძიების შუალედური შედეგები არ გამოქვეყნდეს: " ვინაიდან ის, რაც აფგან მუხთარლის შეუძლია უთხრას გამოძიებას, დეტალურად აქვთ აღნიშნული თავის ჩვენებაში ლეილა მუსტაფაევას გადმოცემით. რაიმე ახალი გარემოება აფგან მუხთარლიზე ცნობილი ვერ გახდება. თუ რაიმე დამატებითი კონკრეტული კითხვა აქვს გამოძიებას, შეიძლება ირიბი მოწმის ჩვენებით ეს ინფორმაცია იყოს მიღებული გამოძიებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, თუ ქართველი გამომძიებლები დაკითხავენ აფგან მუხთარლის, მაგრამ ეს არ წარმოადგენს არავითარ შემაფერხებელ, ან დამაბრკოლებელ გარემოებას მიმდინარე გამოძიებისათვის, თუ არის ასეთი გამოძიება,"-აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)