|
2015-04-21 10:40:50, 653 ნახვა
სამართალი
შსს-მ 11 შეკვრა ჰეროინი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ლელა ლ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 10 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,0872 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,87566 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)