|
2017-06-26 18:10:07, 2156 ნახვა
სამართალი
მიხეილ რამიშვილი: ზუსტად ვერ გეტყვით სად ჩაუდეს, თუმცა ციანიდი ბარგში ნამდვილად ჩადებულია
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, აქვთ ვერსიები, თუ სად შეიძლება მომხდარიყო ბრალდებულის ბარგში ციანიდის ჩადება. თუმცა, ამის შესახებ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ისაუბრებენ. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძის ბარგი ამოღებიდან 9 საათის შემდეგ გაიხსნა. ამასთან, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ყველა მოწმემ, რომელიც დღეს დაიკითხა შეკითხვაზე-თეორიულ დონეზე მაინც უშვებდნენ თუ არა, რომ მამალაძე ან მასთან დაახლოებული ჯგუფი ამზადებდა ვინმეს მკვლელობას, უარყოფითი პასუხი გასცა. „თუ საჭიროება მოითხოვს, აეროპორტს აქვს ტექნიკური საშუალება, ბარგი გაიხსნას. ჯარჯი წიკლაურმა გასცეს იმაზე პასუხი, დღეს მოყვანილი მოწმეებიდან სათითაოდ, როცა ყველა მათგანს დავუსვი შეკითხვა-თეორიულ დონეზე მაინც თუ უშვებდა იმას, რომ გიორგი მამალაძე, ან მასთან დაახლოებული ჯგუფი ამზადებდა ვინმეს მკვლელობას, არა მარტო შორენა თეთრუაშვილისას, ყველასგან იყო იმპერატიული პასუხი - არა“,-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბრალდებულის ბარგში ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ საქმეში ბარგის ამოღებისა და დალუქვის პროცესის ამსახველი ვიდეო მასალები არ არსებობს. „უსაფრთხოების სამსახურს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ნებისმიერი ჩემოდანი გახსნას, თუ არსებობს ეჭვი, რომ იქ ინახება კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება. სათვალთვალო კამერები აეროპორტში ყველგან არის, იმ ოთახშიც კი, სადაც მოხდა ე.წ. დალუქვა ამ ჩანთის. ჩემი არაერთი მონდომების მიუხედავად, რომ ვიდეოთვალთვალიდან აღებული კადრები ყოფილიყო საქმეში, ასეთი კადრები არ არსებობს. ზუსტად ვერ გეტყვით, სად ჩაუდეს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ციანიდი ჩადებულია“, - განაცხადა რამიშვილმა. ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა. მათ შორის ორი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომელია, ასევე დაკითხულებს შორის არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები, ბინის მეპატრონე, „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი, რომელმაც სოსო ოხანაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და გამგეობის წარმომადგენელი, რომელმაც მამაოს ბინა გააღო, რათა ჩხრეკა ჩატარებულიყო. მორიგი სხდომა ხუთშაბათს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)