|
2017-06-24 17:02:49, 2843 ნახვა
მსოფლიო
მოსულში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ჟურნალისტი დაიღუპა
ერაყის ქალაქ მოსულში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფრანგი ჟურნალისტი ვერონიკ რობერი აფეთქების დროს მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. მანამდე ბაღდადში მას საგანგებო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგადაც პარიზში, ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს საპატიო ლეგიონის ჯილდო მიენიჭება. შეგახსენებთ, 19 ივნისს მოსულში France Televisions-ის ჟურნალისტი ვერონიკ რობერი კოლეგებთან ერთად ფრანგ ისლამისტებზე რეპორტაჟს აკეთებდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. აფეთქებას კიდევ 2 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთმა კი დაზიანებები მიიღო. რობერი ერაყში არსებულ ვითარებას სისტემატიურად აშუქებდა. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ცნობით, 2014 წლიდან დღემდე ერაყში 28 ჟურნალისტი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)