20:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 19:58:08, 2212 ნახვა

სამართალი
გიორგი ფანცულაია: ირაკლი მამალაძემ დეკანოზისთვის წაყენებული ბრალი არ დაადასტურა

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალი არ დაადასტურა.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება კონკრეტულად შინაარსზე ისაუბროს. „ბრალდების ბრალი, პოზიცია ხერხემალში გადატყდა“,-აღნიშნა ფანცულაიამ. მან პროკურორ ჯარჯი წიკლაურს მოუწოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. 

„ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა სასამართლო პროცესი თავიდანვე. დადგება დრო როცა სხდომის ოქმი გასაჯაროვდება, პირადად მე ირაკლი მამალაძეს ვუსვამ შეკითხვას, ის ბრალს ვერ ადასტურებს“,-განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მოწმემ ირაკლი მამალაძემ თავის ჩვენებეაში დაადასტურა, რომ დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის შეიძინა. ირაკლი მამალაძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics