|
2017-06-23 17:56:51, 2514 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის საპატიმრო ვადა ჯარიმით შეუცვალა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საპატიმრო ვადა ჯარიმით შეუცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფეხბურთელმა 225 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. ლიონელ მესის 2 მილიონი ევროს გადახდა გასულ წელსაც დააკისრეს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ფეხბურთელს და მის მამას 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის მაისში მესის მამას ვადა 15 თვემდე შეუმცირდა, თავად ფეხბურთელის ვადა უცვლელი დარჩა. ბრალდების მხარის განცხადებით, ლიონელ მესიმ 4 მილიონ 100 ათასი ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა. სასამართლო პროცესზე ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ფინანსების განკარგვაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ ფეხბურთით იყო დაკავებული. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, 2 წელზე ნაკლები სასჯელი პირობითად ითვლება და მსჯავრდებულს არ აპატიმრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)