|
2017-06-23 14:24:39, 2122 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ავტოდაზღვევის შეძენისას ავტომობილის შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი
„თიბისი“ დაზღვევამ მძღოლებისთვის აქცია დაიწყო. „თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ვინც, 12 აგვისტომდე ავტომობილს „თიბისი“ დაზღვევაში დააზღვევს, თავიდან აიცილებს ზედმეტ ხარჯებს, რომელიც ავტომობილის შემოწმებას უკავშირდება. კერძოდ, ავტოდაზღვევის შეძენისას მყიდველს ავტომატურად საჩუქრად გადაეცემა თეგეტას საავტომობილო მომსახურება და შეეძლება, უფასოდ შეამოწმოს თავისი ავტომობილი. ავტოდაზღვევასთან ერთად მომხმარებელმა „ავტოპასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა" უნდა შეიძინოს. სასაჩუქრე ნაკრები კი ორგვარია და იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა ღირს ავტომობილი. კერძოდ, 10 000 დოლარზე ნაკლები ღირებულების ავტომობილის დაზღვევისას, მომხმარებელი დასაჩუქრდება თეგეტა მოტორსის შემდეგი სერვისებით: სავალი ნაწილის შემოწმება, ელექტრო დიაგნოსტიკა, სამუხრუჭე ხუნდების შემოწმება, ძრავში და გადაცემათა კოლოფში ზეთის დონის და ხარისხის შემოწმება, გამონაბოლქვის სისტემის შემოწმება, გაგრილების სისტემის შემოწმება, დიაგნოსტირებისას აღმოჩენილი ხარვეზების შეკეთებისას და თეგეტაში შეძენილ პროდუქციაზე 10%-იანი ფასდაკლება, შეკეთებისა და შეძენისას თანხის 10%-მდე თეგეტას ბარათზე უკან დაბრუნება. 10 000 დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილის დაზღვევისას, სასაჩუქრე ნაკრები იზრდება და მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა:გაგრილების სისტემის შემოწმება; გაგრილების სისტემის დამუხტვა (ფრეონის დამატება), იონიზაცია, სალონის, ჰაერის, ზეთის და საწვავის ფილტრების შეცვლის სერვისი, სავალი ნაწილის შემოწმება, ელექტრო დიაგნოსტირება, სამუხრუჭე ხუნდების შემოწმება, ძრავში და გადაცემათა კოლოფში ზეთის დონის და ხარისხის შემოწმება, გამონაბოლქვის სისტემის შემოწმება, დიაგნოსტირებისას აღმოჩენილი ხარვეზების შეკეთებისას და თეგეტაში შეძენილ პროდუქციაზე სარგებლობისას 10%-იანი ფასდაკლება შეკეთებისა და შეძენისას გადახდილი თანხის 10%-მდე თეგეტას ბარათზე უკან დაბრუნება. „თიბისი“ დაზღვევის ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, თიბისი დაზღვევის ფილიალებში და ვებგვერდზე http://einsurance.tbcinsurance.ge/ (NS)
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)