20:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 12:43:57, 2365 ნახვა

სამართალი
კახეთში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი  იარაღით დაჭრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი გაქცევას ცდილობდა, თუმცა იგი პოლიციამ დააკავა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 „მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. არარეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად არის  ამოღებული“,-აცხადებენ შსს-ში.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ზაზა კოპლატაძის განცხადებით, ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics