|
2017-06-23 12:39:59, 2378 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება, როგორ გაოცებით უსმენდა პატრიარქი თორნიკე მამალაძეს
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილია, მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის არამხოლოდ აუდიო, ვიდეო ჩაწერაც ხდებოდა, ამიტომ ფიქრობს, რომ ვიდეო ჩანაწერიც უნდა გასაჯაროვდეს. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, აუდიო ჩანაწერში ვიზუალური ეფექტები არ ჩანს. მაგალითად ადვოკატის თქმით, აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება, უწმინდესი როგორ გაოცებით უსმენდა თორნიკე მამალაძეს, როცა ის სიმართლეს ყვებოდა. „როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო არამხოლოდ აუდიო, ვიდეო ჩაწერაც. თუ გასაჯაროვებაა, სრულიად უნდა გასაჯაროვდეს. მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორც აჩერებდა დეკანოზის ძმას, აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება, არც ის გამოჩნდება უწმინდესი როგორ გაოცებით უსმენდა თორნიკე მამალაძეს, როცა სიმართლეს ეუბნებოდა. აქედან გამომდინარე არ ვიცით აუდიოჩანაწერები სრულია თუ არა, არც ის ვიცით ვიდეო ჩანაწერი რატომ არ არის. კითხვის ნიშნები აქედანვე მიჩნდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ფანცულაიამ. შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)