|
2015-04-20 14:12:24, 390 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკარაინაში დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გამართვამდე, საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ეროვნული ნაკრძალი მოინახულა. დელეგაციის წევრები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვივნენ და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. უკრაინის დედაქალაქში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და გიორგი ვაშაძე იმყოფებიან. ქართველი პარლამენტარები პირველ ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინის უმაღლეს რადაში გამართავენ. დელეგაციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ვლადიმერ გროისმანს და უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფს შეხვდებიან. დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინტერვიუს მისცემს უკრაინის საპარლამენტო არხს „რადა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)