|
2017-06-22 13:51:07, 2366 ნახვა
კომენტარი
საკუთრებაში ბინა კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საკუთრებაში ბინა კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბინები საკუთრებაში 15 000 დევნილ ოჯახს დაუმტკიცდა. „389 ოჯახს გადაეცა დღეს კიდევ ბინა. თბილისში ნახევარზე მეტია აქედან, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სულ 425 უძრავი ნივთია. აქ შედის 389 ბინა და გარკვეული დანამატები- შენობა-ნაგებობები, რომლებიც დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. რაც მთავარია, ეს პროცესი გრძელდება და 15 000-ს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში საკუთრებაში გადაცემული ბინების რაოდენობამ“,-აღნიშნა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)