|
2017-06-22 13:37:35, 2103 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: გაუგებარია, პრეზიდენტთან იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება, რჩევას აძლევდეს აღმასრულებელ ორგანოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლება და შესაბამისად, გაუგებარია, მასთან დაქვემდებარებაში რატომ უნდა იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება, აღმასრულებელ ორგანოს რჩევას აძლევდეს. „უშიშროების საბჭო იყო უფრო ქმედითი და ლეგიტიმური, როდესაც პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, როდესაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა თავდაცვის მინისტრი და ყველა ის მინისტრი, რომელიც შედის შემადგენლობაში. დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლებები, შესაბამისად, გაუგებარია მასთან იყოს საბჭო, რომელიც შეიძლება რჩევას აძლევდეს იმ ორგანოს, რომელიც არის აღმასრულებელი და რომელსაც წესით არ აქვს არანაირი უფლებამოსილება. შესაბამისად, ეს უნდა შეიცვალოს",- აღნიშნა სუბარმა. კონსტიტუციური პროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება, მის ნაცვლად კი, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, ეროვნული თავდაცვის საბჭო ჩამოყალიბდება, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)