|
2017-06-21 17:30:17, 2380 ნახვა
მსოფლიო
Ria: ნატო-ს გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა
ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ნატო-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავის მცდელობა რუსულმა Су-27-ის ტიპის გამანადგურებელმა აღკვეთა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს აცილებდა. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, რუსული თვითმფრინავები კალინინგრადში მიფრინავდნენ, სადაც ქვეყნის ტავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უსაფრთხოების საკითხებში დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. მედიის ცნობით, ოფიციალურმა კრემლმა მომხდართან დაკავშრებიტ კომენტარი არ გააკეთა და მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამისამართა,
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)