|
2017-06-21 17:24:59, 2263 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: ვხედავ, რომ 2020 წელს კოალიციური მთავრობის შექმნა არც ერთ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი
„მე, რეალურად ვხედავ, რომ არც ერთ შემთხვევაში 2020 წელს კოალიციური მთავრობის შექმნა არ არის შესაძლებელი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. ამასთან, ვოლსკის შეფასებით, უსამართლობა არაა, პირველ ადგილზე გასულ პარტიას მეტი მაჟორიტარი ჰყავდეს. მისივე განმარტებით, 2020 წელს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება და მხოლოდ 2024 წლიდან გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, არა რომელიმე პირის, არამედ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება: „ არ არის აუცილებელი „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს 2020 წელს, მაგრამ რეალურად, პარტია, რომელიც პირველ ადგილზეა, იმას რეალური შანსი აქვს, რომ მაჟორიტარების რაოდენობაც უფრო მეტი ჰქონდეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ ეს უსამართლობაა. აქედან გამომდინარე, თემა, რომ 2020 წელს ჩავატაროთ შერეული არჩევნები და 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულზე, ეს უკავშირდება არა რომელიმე პარტიის, ან კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ ჰქონდეს სტაბილური მთავრობა და შეეძლოს ქვეყნის მართვა ამ საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)