|
2015-04-20 11:53:56, 953 ნახვა
საზოგადოება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1991 წლიდან დაღუპულ ყველა პოლიციელის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარიანი დახმარება ექნება
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურის განცხადებით, მთვრობის დღევანდელ სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობის დროს, ასევე ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 1991 წლიდან დაღუპულ ყველა პოლიციელის ოჯახს ყოველთვიურად 1000 ლარიანი დახმარება ექნება. მისივე განმარტებით, დაღუპული პოლიციელების ოჯახები ერთჯერადად 100 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ოღონდ ეს დახმარება ძალაში კანონის ამოქმედების შემდეგ შევა. "დღეს კანონპროექტი გამოვიტანეთ მთავრობაზე, მთავრობამ იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა დაღუპული პოლიციელის ოჯახს ყოველთვიური დახმარება ექნება 1000 ლარი. ეს ეხება 1991 წლიდან დაღუპულ ყველა პოლიციელის ოჯახს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.ასევე მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება და კანონის შესვლის შემდეგ იქნება ძალაში დაღუპულ პოლიციელზე ერთჯერადი 100 000 ლარიანი დახმარება. ვიმეორებ, 100 000 ლარიანი ძალაში შევა კანონის ამოქმედების შემდეგ",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ამასთან, მინისტრის თქმით, თბილისში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახსა და ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახს ბინები გადაეცემათ. "რაც შეეხება თბილისში და ბორჯომში დაღუპულ პოლიციელებს, ბინის სახით შსს გაუკეთებს დახმარებას",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)