|
2017-06-20 15:58:08, 2336 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიაჩნევს, რომ ბარიერის დაწევა პარლამენტში "პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, თუმცა ასეთია დემოკრატიული პროცესი". როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა უნდა დაეყრდნოს ვენეციის კომისიის დასკვნებს და გაიზიაროს შენიშვნები. „ჩვენ მზად ვართ ყველანი, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების იქნება ეს, არასამთავრობო სექტორის თუ ოპოზიციის. მოვისმინოთ კრიტიკა პრეზიდენტისგან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და გავიზიაროთ ის შენიშვნები, რომლებსაც მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიისთვის არის მისაღები შენიშვნები. ის, რომ მაგალითად 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგრც ჩანს ამის მისაღებად მმართველი გუნდი მზად არის. მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში ალბათ პოლიტიკურ დაქსასქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ერთ-ერთი საკითხი საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის დაწევას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)