|
2017-06-20 15:03:42, 2415 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში
„მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. "ასევე იყო მსჯელობა ყველა მიმდინარე საკითხზე, დეპუტატებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შს მინისტრისთვის ის კითხვები, რომელზეც ინფორმაციის მიღება სურდათ. მინისტრმაც, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა კანონის ფარგლებში, მოგვაწოდა ინფორმაცია",- აღნიშნა თალაკვაძემ. რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის საქმე, რომელზეც საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია. "ჩვენ, პარლამენტის წევრებს რა ინფორმაციაც გვქონდა, საზოგადოებას სრულად გავუზიარეთ. მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა ველოდები გამოძიების შედეგებს და როდესაც დასრულდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხები",- განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)