|
2017-06-19 13:26:11, 2389 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ჩიხრაძე კობახიძის შემოთავაზებაზე: დიალოგი უნდა მოხდეს საზოგადოებასთან და არა ტელევიზიაში
პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, საკონსტიტუციო პროექტზე პირდაპირ ეთერში მსჯელობასთან დაკავშირებით, პასუხობს. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიალოგისთვის მზად არის, თუმცა თვლის, რომ შეხვედრა რეზიდენციაში უნდა მოხდეს. "დიალოგი უნდა მოხდეს საზოგადოებასთან და არა, ვთქვათ ტელევიზიაში ჩამომდგარი ორი თანამდებობის პირი ელაპარაკებოდეს ვინმეს. დიალოგისთვის ყოველთვსი მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ. თუ არ აქვთ რესურსი, რომ დიალოგში შემოვიდნენ ეს ისედაც ცხადი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა უფრო ცხადი გახდება მათი ქმედებებიდან გამომდინარე. როდესაც საქმეზე ველაპარაკებით, ისინი სულ სხვა მიმართულებით ლაპარაკობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს არის ურთულესი საკითხი და მას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით", - განაცხადა ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)