|
2017-06-19 12:23:07, 2214 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: შესაძლოა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან მოგვიხდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია პროპორციული საარჩევნო სისტემა არა 2020, არამედ 2024 წლიდან ამოქმედდეს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება "ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის წევრებთან. განიხილება ვარიანტები. ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ შესაძლებელია, ჩვენ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე არა შემდეგი არჩევნებიდან, არამედ იმის შემდგომი არჩევნებიდან. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩვენ ჩაგვაყენა კონსულტაციების სირთულის კუთხით ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც გვქონდა 2015-2016 წლებში. მაშინ გახსოვთ, მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ ინიციატივის წარდგენა. შეიძლება ითქვას, დღეს ვართ იგივე რთულ მდგომარეობაში. შესაძლოა, მოგვიხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 არამედ 2024 წლიდან. დაველოდოთ კონსულტაციების შედეგებს",-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)