|
2017-06-19 11:57:43, 2091 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში 20-ზე მეტი რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი
კობახიძე: 2 საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან დამატებითი კონსულტაციები გვექნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, 20-ზე მეტი რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნაში. მისივე თქმით, 2 საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან დამატებითი კონსულტაციები ექნებათ. "თუმცა ეს ორი საკითხი არ არის საკვანძო მნიშვნელობის. რაც შეეხება საკვანძო საკითხებს, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ბონუსის საკითხთან დაკავშირებით გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. ბონუსის ხარჯზე ვერც ერთი პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს, ასევე დაწესდება აბსოლუტური ქვედა ზღვარი, მესამე წესდება ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიის მიერ ბონუსის სახით მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ძირითადი მანდატების 35%-ს",-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)