|
2017-06-19 11:39:07, 1996 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვენეციის კომისია კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბრის თვეში წარმოადგენს. შესაბამისი თხოვნით საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიას თავად მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. კობახიძის თქმით, კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. " სხდომაზე განიხილეს სხვა საკითხებთან ერთად ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებებიც. მოხარული ვართ, რომ კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ახალი რედაქცია ჩვენი კონსტიტუციის, სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სრულად გავითვალისწინებთ კომისიის რეკომენდაციებს. რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გაგრძელდება განხილვები ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ",-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)