|
2017-06-16 19:21:28, 2260 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი: საქართველო ძალიან კარგ კონსტიტუციას უახლოვდება
„საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან“, -ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდე განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მომზადებულ ვენეციის კომისიის დასკვნაზე იმსჯელეს. ბუკიკიოს განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და საქართველო უახლოვდება ახალ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. „კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც ვთქვი რამდენჯერმე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ნაბიჯ-ნაბიჯ, ახლა, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა.არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოძებნის საუკეთესო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის“, - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ფართო კონსენსუსის მისაღწევად. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი კონსტიტუცია იქნება დაფასებული და სასარგებლო ქვეყნისთვის. თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)