|
2017-06-15 19:54:21, 2023 ნახვა
კომენტარი
იან კელი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება. კელის შეფასებით, აღნიშნული საქმე ძალიან სერიოზულია. "ვფიქრობ, ჩემი პოზიცია ამ საკითხზე ნათელი იყო. ვხედავთ, ეს არის ძალიან სერიოზული ინციდენტი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იქნას სრულყოფილად გამოძიებული. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ბატონი მუხთარლის სათანადოდ მოეპყრობიან და ვიმედოვნებ, საქმე სამართლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ საქმეს. ჩვენ გვჯერა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომელმაც თქვა, რომ მუხთარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. ნებისმიერი კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავი უნდა შევიკავოთ", - განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)