|
2017-06-15 16:01:26, 2068 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა ის თქვა, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ამბობენ. სესიაშვილის თქმით, საერთო ინტერესია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. „ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვამბობთ. ამ საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხრათ, რეალურად რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ. რაც მოხდა, ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა“, - განაცხადა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)