|
2017-06-15 15:34:45, 2037 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: ფადი ასლის ყველა განცხადება პოლიტიკურია
„ფადი ასლის ყველა განცხადება პოლიტიკურია. არვიცი, ეს დაკავშირებულია მის პირად ინტერესებთან, თუ პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ მისგან რაიმე კონკრეტულ ფაქტზე დაფუძნებული კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არ მომისმენია“,-ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებას, სადაც ის საქართველოში შემაშფოთებლად გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე საუბრობს. „ფადი ასლის ყველა განცხადება, რაც კი გაუკეთებია, არის პოლიტიკური. არ ვიცი, ეს დაკავშირებულია მის პირად ინტერესთან თუ პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ მისგან რაიმე კონკრეტულ ფაქტზე დაფუძნებული კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არ მომისმენია. როცა ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე, ერთი წელი იყო საქართველოს ისტორიაში 2007 წელი, როცა მართლა იყო უფრო მეტი ინვესტიცია, დანარჩენი, ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციები, რაც შემოდის ქვეყანაში, არის ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა ქვეყნის ისტორიაში“,-განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)