|
2017-06-15 14:21:28, 2207 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ ახალი სანქციების გაფართოების მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც პუტინმა აღნიშნა, "ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა". "რუსეთის ისტორია გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის გვიწევდა ცხოვრება სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარე აგრესიისა და კონკურენციის პირობებში, თუმცა ამას რუსეთი არ დაუნგრევია. შეერთებული შტატების სენატმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი სანქციების გაფართოების კანონპროექტს, თუმცა არ მესმის, რატომ. ახლა არაფერი ხდება და მაინც გადაწყვიტეს, სანქციების გაფართოება. ჩემი აზრით, ერთის მხრივ, ეს არის შტატებში არსებული შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლინება. მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, ყირიმი და სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, დასავლეთი რაიმეს მოიმიზეზებდა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ კითხვა-პასუხის მარათონს მართავს. ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის კითხვებს პირდაპირი ეთერის საშუალებით პასუხობს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)