|
2017-06-15 13:35:05, 2626 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მუსტაფაევა: ევროპარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩემი მეუღლის გატაცებაში ქართველებიც ფიგურირებდნენ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ევროპარლამენტის რეზოლუციის მკაცრ ტონს მიესალმება. როგორც მუსტაფაევამ "მოამბეს" განუცხადა, აზერბაიჯანში ჟურნალისტებთან მიმართებაში სიტუაცია ყოველდღიურად კრიტიკული ხდება. "აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ჟურნალისტებთან მიმართებაში არსებული დამოკიდებულება გაეუმჯობესებინა, მაგრამ ალიევის ხელისუფლებამ ეს დრო არ გამოიყენა და სიტუაცია ყოველდღიურად კრიტიკული ხდება", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. მუსტავაფაევას თქმით, მან ყველა შეხვედრაზე პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა, იმასთან დაკავშირებით, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართველებიც ფიგურირებდნენ. "ადვოკატის ინფორმაციით, გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულ ენაზე, ეცვათ ქართული სპეცსამსახურების ფორმები და ანგარიშს აბარებდნენ მათთვის უცნობ პირს, ამიტომ თხოვნით მივმართე ევროპარლამენტარებს, რომ რეზოლუციაში საქართველოს პასუხისმგებლობასაც გაესვას ხაზი", - განაცხადა მუსტაფაევამა. მისივე თქმით, ის სტრასბურგში რეზოლუციის კენჭისყრამდე დარჩება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი რეზოლუცია გახდება იმის საბაბი, რომ საქართველომაც თუკი ქართული მხარის მონაწილეობა მხოლოდ ეჭვია, გაფანტოს ეს ბრალდებები და მეორეს მხრივ რეზოლუციამ მისი მეუღლის დაუყონებლივ გათავისუფლებას ხელი შეუწყოს. ლეილა მუსტაფაევა სტრასბურგში ევროპარლამენტარების მოწვევით იმყოფება. ის ევროპარლამენტში გამართულ დებატებს დაესწრო და ახლა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)