|
2017-06-15 12:43:03, 2422 ნახვა
სამართალი კომენტარი
„ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორი: კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება
„ვიდრე „ცენტრ პოინტის“ მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება“, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პროკურორის განცხადებით, გურამ რჩეულიშვილის მიერ შემოთავაზებული დაზარალებულთა დაკმაყოფილების გეგმა პროკურატურისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. "ბრალდების მხარე არანაირ გეგმას და სამოქმედო სტრატეგიას არ განიხილავს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ შეთავაზებულია პირობა, რომ დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები. როდესაც ჩვენ გვექნება რეალური წინ გადადგმული ნაბიჯი და დაკმაყოფილდებიან დაზარალებულები, ამის შემდგომ ვიმსჯელებთ საპროცესო შეთანხმებაზე. მათ მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ გარკვეული ინვესტორები და სამომავლო გეგმა”,-განაცხადა გუმბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)