|
2017-06-15 10:33:42, 2569 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
ევროკავშირში მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი უქმდება
ევროკავშირში დღეიდან მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი გაუქმდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან ევროპის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები ზარების განხორციელებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ. კერძოდ კი, ტურისტს საშუალება ექნება ისაუბროს და გაგზავნოს ტექსტური შეტყობინებები იმავე ტარიფით, რომელიც მობილურ ოპერატორს აქვს დაწესებული და რომლითაც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს. ამასთან, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. იმ შემთხვევაში თუ აბონენტი, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ვადით სარგებლობს უფასო როუმინგით, მობილურ ოპერატორს უფლება აქვს მოიკვლიოს ვითარება და შემდეგ დაარიცხოს გადასახადი აბონენტს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)