|
2017-06-14 20:21:47, 2384 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავდა 69 ადამიანი
ლონდონში მომხდარ ძლიერ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, ექვს სხვადასხვა საავადმყოფოში 68 ადამიანია გადაყვანილი. მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საავადმყოფოში მოთავსებული მოქალაქეების უმრავლესობას კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. „გრინფელ ტაუერში“ მცხოვრები ასობით ადამიანის დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია მიმდინარეობს ჰეშთეგით #GrenfellTower. შეგახსენებთ, რომ ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექს გაუჩნდა. არსებობს საშიშროება, რომ შენობა ჩამოინგრევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)