|
2017-06-14 14:39:08, 1961 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოფო კილაძე ოსორაულზე: ქვეყანაში, სადაც ქაოსია, არ არის ადვილი, ადამიანი იპოვო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის საქმეს გამოეხმაურა. კილაძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ოსორაულის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია მოიპოვოს. მისივე განცხადებით, ძალიან რთულია ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა იმ ქვეყანაში, სადაც არეულობაა. კილაძე ამბობს, რომ მზად არიან, საზოგადოების ნებისმიერი წევრთან კონსულტაციისთვის, რომელსაც ქართველი მფრინავის პოვნის საქმეში წვლილის შეტანა შეუძლია: „მინდა, გამოვეხმაურო ოსორაულის საქმეს. გეთანხმებით, ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ჩვენც არანაკლებ გვაწუხებს. ის, რომ ჩვენი ქვეყნის შვილი, ჩვენი მოქალაქე სადღაც არის თუ არ არის, არ ვიცით ჯერ კიდევ და ვალდებული ვართ, ყველგან დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ჩვენი ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დავიცვათ. ამ შემთხვევაში ეს არ არის ადვილი, ისეთ ქვეყანაში, სადაც ქაოსია უკვე რამდენი წელია. თუმცა, ყველაფერი უნდა გვაკეთოთ იმისთვის, რომ დაბრუნდეს ეს ადამიანი საქართველოში. თუ კიდევ არის რაიმე შესაძლებლობა და რაღაც დავაკელით ჩვენ, ღია ვართ ყველანაირი კონსულტაციისთვის როგორც ოჯახთან, ასევე თქვენთან და ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა“,-განაცხადა სოფიო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსორაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)