|
2017-06-14 13:03:37, 2035 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7.0 პროცენტზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.0 პროცენტზე დატოვა. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. „ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია გაიზარდა და მაისში 6.6 პროცენტს მიაღწია. აქედან, თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის წვლილი 2.6 პროცენტული პუნქტი იყო. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდა დროებითია, წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, ბოლო პერიოდში ინფლაციის მოლოდინებს შემცირების ტენდენცია აქვს. აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია და მშპ-ს ზრდა პოტენციურ დონეზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ინდიკატორები განსხვავებულ სიგნალებს იძლევა. ერთი მხრივ, აპრილში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით, შენელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას. ასევე, იზრდება საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. საგარეო მოთხოვნის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)