|
2017-06-14 12:32:16, 2195 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
''უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა და აქედან მხოლოდ ერთეულები მოაბრუნეს უკან'', - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეების საზღვრიდან გამობრუნება ტექნიკური გაუმართაობის ან არ ცოდნის გამო მოხდა. ''ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი შემიძლია გითხრათ. გამომდინარე იქიდან რომ ივნისის ბოლომდე სტატისტიკა საქმიანი მიმოსვლის თაობაზე არ გვექნება. მაგრამ რა თქმა უნდა დღევანდელო სტატიკური მონაცემები გაგვაჩნია. მინდა გითხრათ, რომ 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი და არიან ერთეულები, რომლებიც ტექნიკური გაუმართაობის ან არ ცოდნის გამო დააბრუნეს უკან'',-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ კამპანიას კარგი ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)