|
2015-04-18 14:33:44, 919 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ორნახევარი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნებოდა
„ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ მთავრობა დაეთანხმა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას. ჩვენ ორნახევარი თვით ადრე განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნება. ამიტომ, მე მგონი, პირიქით იყო - პირველი მთავრობამ თქვა ეს, შემდეგ იყო კონსულტაციები სავალუტო ფონდთან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში, სამაცივრე მეურნეობის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მთავრობა სავალუტო ფონდის შეფასებას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავალუტო ფონდის და მთავრობის პროგნოზი თითქმის ერთნაირია. „საერთოდ, მოგეხსენებათ, ყველა მეტად ნავთობის ფასების ვარდნისგან და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ნავთობის მწარმოებლები, მაგრამ დიდად არიან დამოკიდებულნი ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდან ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ვინაიდან საინვესტიციო მადა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ან ყაზახეთი, ნავთობის ფასების ვარდნიდან გამომდინარე, არ არის ისეთი, როგორიც იყო ერთი წლის, ან წელიწადნახევრის წინ, ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. არაფერი ამაში გასაკვირი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)