|
2015-04-18 14:21:40, 657 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ფოთში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა, პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. „ეს რიგით მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში შენდება. ზუგდიდის იუსტიციის სახლი 2014 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ის პირველი იუსტიციის სახლია, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ფუნქციონირებს და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას აძლევს, 200-ზე მეტი სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მრავალსაათიანი მგზავრობის გარეშე მიიღოს. იუსტიციის სახლების მთავარი დანიშნულება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დღეისათვის 13 სერვისცენტრი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება. მიმდინარე წელს იუსტიციის სახლები კიდევ სამ ქალაქში − ფოთში, თიანეთსა და ყაზბეგში − გაიხსნება, სერვისცენტრების მშენებლობა კი ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში დაიწყება. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)