|
2017-06-13 12:48:15, 1974 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მათიკაშვილი Birja Mafia-ზე: თუ სადმე ნარკოტიკის ჩადება დღეს კიდევ ხდება, უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სანამ Birja Mafia-ს წევრების სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არავის შეუძლია თქმა, ჩაუდეს თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქ საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება რომც აღმოჩენოდათ, იყო თუ არა მათთვის პატიმრობის გამოყენება აუცილებელი. დეპუტატის შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს. „სანამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ის რომ ამ მუსიკოსებს ჩაუდეს თუ არა ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, არავინ იცის. შეიძლება ჩაუდეს, შეიძლება არ ჩაუდეს და სრულიად სამართლიანად მოხდა მათი დაკავება. ეს არავინ იცის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება ჯიბეშიც რომ ჰქონოდათ, იყო აუცილებელი მათთვის პატიმრობის გამოყენება ? მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედებები, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არ არსებობს კითხვის ნიშნები. თუკი სადმე ასეთი რამ დღეს კიდევ ხდება, ჩადებას ვგულისხმობ, უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი“ , - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გუშინ გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)