|
2017-06-13 12:46:58, 2093 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მათიკაშვილი: პოლიცია დღეს ფეხზე მყარად დგას, შსს-ში ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავთ
„პოლიცია დგას თავის ფეხზე მყარად და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, ხელმძღვანელობის კუთხით რაიმე ცვლილება შევიდეს შსს-ს სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე შს მინისტრის შესაძლო გადადგომის საჭიროებას ეხებოდა. „ჩვენ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში კონკრეტული პროცედურული საკითხები, რომელზეც შესაძლებელია კითხვის ნიშნები არსებობდეს. კონკრეტულ ქეისებთან მიმართებაში არ უნდა აგვერიოს მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც ამ უწყების ფუნქციონირება ჰქვია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ უწყება გამართულად ფუნქციონირებს, რაზეც სამართალდარღვევის არაერთი ფაქტის ეფექტურად აღკვეთა მიუთითებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)