|
2017-06-13 12:45:53, 1993 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს ინდექსში მოხვდა
"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. ეს ნიშნავს, რომ თიბისი ბანკი საბაზრო კაპიტალიზაციით მოხვდა უმსხვილეს 350 კომპანიას შორის, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება თიბისი ბანკის აქციებზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად ეს აქციების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს. თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, ხოლო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში თიბისიმ შარშან გადაინაცვლა. FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს. კომპანია FTSE 250 ინდექსში ხვდება საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. „FTSE 250 ინდექსში შესვლით, ვფიქრობთ, რომ თიბისი ბანკი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება ინვესტორებისათვის. დიდი მადლობა თიბისი ბანკის მთელ გუნდს, რომელიც ბანკის მუდმივი განვითარების წინაპირობას ქმნის,"- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
®
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)