|
2017-06-13 10:46:20, 1872 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: JICA-ს წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს
„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან JICA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობის მნიშვნელობას, სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. JICA-ს პრეზიდენტის შინიჩი კიტაოკას განცხადებით, იაპონიას საქართველოსთან 25-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. JICA-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტი შინიჩი კიტაოკა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)