21:50 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 11:29:15, 577 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. მოდულის შენობასთან აქცია „თანადგომა პოლიციას“ გაიმართა

ე.წ. მოდულის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, აქცია „თანადგომა პოლიციას“ გაიმართა.

მცირერიცხვოვან აქციას მოქალაქეებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია შეუერთდა და მათ ბოძებზე ერთად გააკრეს ლოზუნგი, წარწერით - „თანადგომა პოლიციას“.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია მოხდეს უსამართლოდ დაკავებული ყოფილი პოლიციელის და სპეცრაზმელის, კახაბერ ნაკანის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

„როცა ხელისუფლება პოლიტიკური მოტივებით დევნით არის დაკავებული და კრიმინალთან ბრძოლა მიივიწყა, კავშირშია მასთან, უფრო მეტიც სამწუხაროდ, ხშირად მფარველობს მას. ასეთ დროს ჩვენ გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ რიგით პოლიციელებს, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. დგანან, თუმცა აბსოლუტურად ზურგშექცეულები არიან მთავრობის მხრიდან. პოლიციელმა მნიშვნელოვანია იგრძნოს მხარდაჭერა საზოგადოებისგან. სწორედ დღევანდელი აქცია თბილისის და რამდენიმე ქალაქის მასშტაბით, აი ამ დატვირთვის მატარებელია. აუცილებელია ასევე მოხდეს უსამართლოდ დაკავებული ყოფილი პოლიციელის და სპეცრაზმელის, კახაბერ ნაკანის გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ნორმალური პირობები იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics