|
2015-04-18 11:06:31, 871 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აშშ-ში შეხვედრებს მართავს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის (Global Practice) დირექტორთან პიერ გიუსლაინთან, ასევე გლობალური ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის (Global Infrastructure Facility) ხელმძღვანელთან ჯორდან შვარცთან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის (Global Practice) დირექტორთან გამართულ მოლაპარაკებებზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ფუნქციას გლობალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში და გამოითქვა სურვილი, მსოფლიო ბანკის აღნიშნული ჯგუფი უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში. გარდა ამისა, გლობალური ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე GIF-ის მიერ საქართველოში დასაფინანსებელი პოტენციური პროექტების შესახებ ისაუბრეს. როგორც GIF-ის ხელძღვანელმა აღნიშნა, ისინი მზად არიან განიხილონ პროექტები, რომელიც მიწოდებული იქნება ქართული მხარის მიერ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც GIF-ის მიერ პროექტები განხორციელდება. ფინანსთა მინისტრმა კი მომავალი თანამშრომლობის კუთხით სრული მზადყოფნა დააფიქსირა. კიდევ ერთი შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართველ თანამშრომლებთან გამართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)