|
2017-06-12 14:31:25, 2140 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც Birja Mafia-ს წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ
ჯგუფ Birja Mafia-ს საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე იმ პოლიციელების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მუსიკოსების დაკავებაში მონაწილეობდნენ. როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. "იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში არ იყვნენ ნასამართლები და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდათ, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს მათი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად არ მიაჩნია“,- განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ. სააპელაცო სასამართლოში ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, დღესვე გაიმართება ჯგუფის მეორე წევრის, გიორგი ქებურიას სასამართლო სხდომა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)