|
2015-04-18 09:46:10, 652 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს ლაგოდეხის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ინიციატივით, სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) ადგილობრივი საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები ეწვივნენ. უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის – „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ – ფარგლებში, მოსწავლეებს სასაზღვრო პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მესაზღვრეებმა მომავალ აბიტურიენტებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის პროფესიის შერჩევაში დახმარების გაწევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)