|
2017-06-12 13:05:40, 2208 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
„ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 58-დან 48%-მდე, მთლიანი სესხების კი, 65-დან 58%-მდე დაიკლო“
„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიცენტი არაერთი ქვეყნისთვისაა სერიოზული გამოწვევა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს. „ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირები სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)