|
2017-06-10 12:45:23, 2116 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა ქართველ სპორტსმენებზე: ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული ნიუ-იორკში დაპატიმრებული ქართველების საქმეში. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ქართველ სპორტსმენებს ადვოკატის ყოლისა და თავის დაცვის ყველანაირი საშუალება აქვთ. „ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან კარგი სპორტსმენები, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. მეორე მხრივ, ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს და მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს. ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი აუცილებლად გაირკვევა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს აშშ-ში ორი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს. ხურციძეს ფედერალურმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად რეკეტი, თაღლითობა და რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)